png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არსებობს ყველა წინაპირობა, დავიწყოთ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით - ბახტაძე

  • ეკონომიკა
  • 29.01.2019
  • 15:50
არსებობს ყველა წინაპირობა, დავიწყოთ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით - ბახტაძე

ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აბსოლუტური პრიორიტეტია და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამ კუთხით  ხელშესახები კეთილგანწყობაა და არსებობს ყველა წინაპირობა, რომ დაიწყოს შედეგზე ორიენტირებული და თამამი ნაბიჯების ორმხრივად გადადგმა ამ მიმართულებით.

„დეკემბერში აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადა მნიშვნელოვან დოკუმენტს საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხიც არის აღნიშნული. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, ამას აუცილებლად მივაღწიოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ისტორიული მნიშვნელობის უზარმაზარ წარმატებად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.

„ჩვენ ეს რეჟიმები კონკრეტულად უნდა გამოვიყენოთ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ექსპორტი მეორე დღიდან გაორმაგდება, მაგრამ ბოლო პერიოდში ექსპორტის ზრდა გვაჩვენებს, როგორ დაგვეხმარა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ამაში. ჩვენ ვიმყოფებით გლობალურ კონკურენციაში და არსებობს სტანდარტები, რომლებიც უნდა დავაკმაყოფილოთ. ჩვენ მივისწრაფვით საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს გვაძლევს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ შედეგებს, რომ სტანდარტებით და კრიტერიუმებით დავუახლოვდეთ ევროპას. პირველი არის სტანდარტების დამკვიდრება და მათი გაზომვის ინფრასტრუქტურის შექმნა და სამინისტროებს უკვე აქვთ ეს დავალება. მეორე საკითხია ლოგისტიკა. სამწუხაროდ, ლოგისტიკური შემადგენელი საერთო თვითღირებულებაში მაღალი გვაქვს, რაც ამცირებს ჩვენი საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. ეს საკითხი მოსაგვარებელია და ამიტომ ვახორციელებთ მსხვილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვინაიდან ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2022 წლისთვის უნდა დავასრულოთ, ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მესამე და მნიშვნელოვანი საკითხია მსხვილი მოთამაშეების შემოყვანა საქართველოში, რომლებიც ქართულ კომპანიებს დაეხმარებიან, გახდნენ მსოფლიოში არსებული ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილი.

„არსებობს ღირებულებათა ჯაჭვი, რომლის ნაწილი უნდა გახდე, რომ მოახდინო პროდუქციის ექსპორტი და ამ მხრივ მსხვილი მოთამაშეების დაინტერესებას და საქართველოში შემოსვლას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. ქართულ მცირე კომპანიებსაც გაუადვილდებათ საექსპორტო ბაზრებზე ფუნქციონირება, თუ ამ ღირებულებათა ჯაჭვში ჩაჯდებიან და დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი მეწარმე შეძლებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge