png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც აიგო 2019 წლის ბიუჯეტი, ესაა ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში - ივანე მაჭავარიანი

  • ეკონომიკა
  • 29.01.2019
  • 17:03
 ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც აიგო 2019 წლის ბიუჯეტი, ესაა ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში - ივანე მაჭავარიანი

ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც აიგო 2019 წლის ბიუჯეტი, ესაა ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს".
ფინანსთა მინისტრმა სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში".
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ახალი გლობალური ინიციატივა „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ" ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
„ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება არის ყველაზე პროდუქტიული დაბანდება, ამ მიმართულებით გაზრდილ ინვესტიციებს ძალიან მაღალი უკუგება ექნება. ეს მოდელი ხელს უწყობს ქვეყნას ჰყავდეს უფრო განათლებული და მოტივირებული მოქალაქეები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან ინოვაციებზე. გვაქვს ამბიცია, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ „ადამიანური კაპიტალის ინდექსში". ზუსტად ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი, ასევე, შემდგომი წლების ბიუჯეტებიც ამ ფილოსოფიით დაიგეგმება, გვაძლევს ყველა შესაძლებლობას, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიოთ ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით, რაც მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში".
კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge