png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვენესუელასთან დაკავშირებით საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

  • პოლიტიკა
  • 31.01.2019
  • 14:51
ვენესუელასთან დაკავშირებით საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს ვილსონი 29 იანვარს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის სატელეფონო საუბარს აფასებს, მისი განცხადებით, პრეზიდენტის მრჩეველი დიდი ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ და პრემიერ-მინისტთან სატელეფონო საუბრისას, სხვა თემებთან ერთად განიხილეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები

„მოგეხსენებათ ბატონი ჯონ ბოლტონი დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ. ის თქვენს ქვეყანას გასული წლის ოქტომბერში ეწვია. მან შეიტყო სიახლე საქართველოს მიერ ვენესუელის ახალი გარდამავალი პრეზიდენტის მხარდაჭერის შესახებ და საჭიროდ ჩათვალა დაერეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და მადლობა გადაეხადა მისთვის, რადგან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო სხვა საკითხებს. ფართოდ განიხილეს ურთიერთთანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რასაც ძალიან დადებითად ვაფასებ." - განაცხადა როს ვილსონმა.

აღნიშნული კომენტარი როს ვილსონმა გუშინ, 30 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge