png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს გაუგზავნა ეს კადრები, რათა ვინმე დაესაჯათ - თინა ბოკუჩავა

  • პოლიტიკა
  • 01.02.2019
  • 13:47
სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს გაუგზავნა ეს კადრები,  რათა ვინმე დაესაჯათ - თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ბიძინა ივანიშვილის ხელწერას უწოდებს. 

დეპუტატმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი ჩაატარა და პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი აქტივისტის დაკავებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, სუს-მა მათ აქტივისტებს მიზანმიმართულად გაუგზავნა ეს ვიდეო, რათა შემდეგ ადამიანები დაეკავებინა. 

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. მან პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუგზავნა ეს კადრები სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაუკვეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მართველი ბიძინა ივანიშვილი. 

ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა თავად ივანიშვილმა და რაც შემდგომ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ, ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს თავიდან გაავრცელა", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით 16 პირია დაკავებული, მათ შორის ორი დაკავებული  - დები ირმა და ინგა ხოროიშვილები  „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები არიან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge