png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაც არის დასჯადი - სოფო კილაძე

  • პოლიტიკა
  • 04.02.2019
  • 12:15
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაც არის დასჯადი  - სოფო კილაძე

ღმერთმა ნუ ქნას და მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაც არის დასჯადი და კონკრეტულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც მოახდენს იმის პრევენციას, რომ ასეთი საზიზღრობა და ასეთი ამორალური საქციელი კიდევ სხვამ არ ჩაიდინოს და არ გავრცელდეს - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე მთავარი და ცენტრალური საკითხი არის თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ და რომელთა მეშვეობითაც მოხდა ბევრი სხვა ადამიანისთვის ამ საზიზღრობის მიწოდება, ესეც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. იმისთვის, რომ მომავალში, თუ კიდევ, ღმერთმა ნუ ქნას და მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ამის გავრცელებაც არის დასჯადი და კონკრეტულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც მოახდენს იმის პრევენციას, რომ ასეთი საზიზღრობა და ასეთი ამორალური საქციელი კიდევ სხვამ არ ჩაიდინოს და არ გავრცელდეს”, - განაცხადა სოფო კილაძემ

მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელებით მოგებული „ქართული ოცნება“ არ დარჩენილა და პირველ რიგში უნდა დაისვას შეკითხვა, თუ ვის აწყობდა ეს ყველაფერი.

ეკა ბესელიას მინიშნებები პორტირებულებზე და ენმ-ზე, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის "ბრალდებები" უდანაშაულობის პრეზუმციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - ის ადამიანები და ჯგუფები, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი”, - აღნიშნა კილაძემ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge