png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ყველა დროებით მოთავსების იზოლატორი აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი - გიორგი გახარია

  • სამართალი
  • 07.02.2019
  • 13:55
ყველა დროებით მოთავსების იზოლატორი აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული  პრეზენტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

„მოგეხსენებათ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების დეპარტამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტის დაცვის პირდაპირ ვალდებულება ეკისრება. 2018 წელს საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა -სარემონტო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, წესრიგში მოსაყვანი. რაც მთავარია დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში ინფრასტრუქურა აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი. კამერები მნიშვნელოვანია, რადგან ეს იცავს ადამიანის უფლებებს და ასევე, ჩვენს თანამშრომლებსაც. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ყველაზე დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება - თბილისს ექნება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი. აბსოლუტურად თანამედროვე და საკმაოდ დიდი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის უფლებების ნაწილში შესაბამისი სტანდარტის დაცვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების პრეზენტაცია  ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის”

მხარდაჭერით გაიმართა. ანგარიშის წარდგენას სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge