png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენ სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს შსს-თან არაერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

  • პოლიტიკა
  • 07.02.2019
  • 15:08
ჩვენ სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს შსს-თან არაერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმის, 2018 წლის შედეგები გააცნო საზოგადოებას. პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” მხარდაჭერით გაიმართა. ანგარიშის წარდგენას ევროკავშირის ელჩი,  სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში ევროკაშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოხატა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს და წინსვლას გაუსვა ხაზი.

"პირველ რიგში, აქ ვარ იმიტომ, რომ აღვნიშნო ის წინსვლა რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. მოგეხსენებათ წინასწარი დაკავების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესება იყო ევროპის საბჭოს და სახალხო დამცველის რეკომენდაციებში და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილად გაუმჯობესებულია პირობები. ჩვენ სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სამინისტროსთან არაერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას ასევე იმაში, რომ სამინისტრო ადამიანის უფლებების კუთხით ხედავს ამ თემატიკას, რაც პენიტენციურ სისტემას ეხება და ზოგადად რაც შეეხება ადამიანის დაკავებას და ჩემი აქ ყოფნა არის დასტური იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე ხაზი მინდა გავუსვა წარმატებულ თანამშრომლობას".- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge