png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა

  • სამართალი
  • 08.02.2019
  • 12:18
შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს "სისტემური განახლებისას", საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიქმნა აღნიშნული სამსახური. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება.

სისხლის სამართლის სამართალწარმოებისას კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს იმ მსხვერპლებთან კომუნიკაციის საკითხს, რომლებიც ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის შედეგად არიან დაზარალებულები. ასევე, პრიორიტეტულია არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზარალებულებთან/მოწმეებთან კომუნიკაცია.

პირველ ეტაპზე კოორდინატორები, „საპილოტე“ რეჟიმში, თბილისში, რუსთავსა და მარნეულში იმუშავებენ. აღნიშნულ პოზიციაზე 6 ადამიანი დასაქმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოორდინატორების პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

განაცხადის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.hr.police.ge განაცხადების მიღება 21 თებერვალს დასრულდება.

 

http://hr.police.ge/select-vacancies/

http://hr.police.ge/review-vacancies/

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge