png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ - პრემიერი ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 08.02.2019
  • 13:30
გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ - პრემიერი ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს შეხვდა

ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში; სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთავარ ფასეულობებს, იმ ორიენტირებს, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი საერთო ქართული სახელმწიფო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პედაგოგების ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელოვან დატვირთვას, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, უშუალოდ გაცნობოდნენ ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა და ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მთავარი მისწრაფებაა. ჩვენი მიზანია, დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს, შესაბამისად, თქვენი ვიზიტი სიმბოლურთან ერთად ძალიან შინაარსობრივია, ვინაიდან გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ“, - მიმართა პრემიერმა პანკისელ მასწავლებლებს.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა პედაგოგების როლზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პანკისელმა მასწავლებლებმა პრემიერ-მინისტრს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და მადლობა გადაუხადეს იმ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მათ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალება მისცა.

შეხვედრის შემდეგ, პროექტში - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის“ წარმატებული მონაწილეობისთვის პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში 3-7 თებერვალს შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბბინაში, ასევე - ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პროექტი განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge