png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის - გია ჟორჟოლიანი

  • პოლიტიკა
  • 08.02.2019
  • 17:00
ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის - გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გუშინ, 7 თებერვალს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

„ამ თემაზე არ ვაპირებდი ნამდვილად ლაპარაკს, მაგრამ არ შემიძლია ძალიან მოკლედ, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე არ გამოვეხმაურო იმას, რაც ხდება ახლა ამ დარბაზში. ვიფიქრე რომ გუშინდელი კომიტეტი ასე ვთქვათ იყო იმისათვის რომ ამაზე გვესაუბრა. მინდა მივმართო ბატონ მინისტრს, რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებთ, ვიზიარებთ მწუხარებას ამ ოჯახისას, მაგრამ მე მინდა ასევე მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან დიდი ამორალობა, ამიტომ ბატონო მინისტრო, თქვენი გუშინდელი საუბარი, მე ვფიქრობ, თქვენი არგუმენტაცია, ჩემი აზრით საკმაოდ დამაჯერებელი იყო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. თუნდაც იქ ყოფილიყო რაღაც შეცდომები, რეაქცია ამაზე, რასაც გუშინ ქონდა ადგილი და დღესაც აქვს, არის ამორალური და ძალიან სამწუხაროა. ასე რომ, ამასთან დაკავშრებით მინდა გამოვხატო სრული თანადგომა თქვენს მიმართ და გითხრათ რომ თქვენი პოზიცია იყო ნამდვილად მორალური“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge