png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, თუ გუნდიდანან მხარდაჭერა არ ექნება, უმრავლესობას დატოვებს

  • პოლიტიკა
  • 11.02.2019
  • 14:45
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, თუ  გუნდიდანან მხარდაჭერა არ ექნება,  უმრავლესობას დატოვებს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საპენსიო რეფორმა ყველაზე დიდი საკანონმდებლო ცვლილებაა. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი გუნდიდან წასვლას აანონსებს.

სწორედ ამის გამო დეპუტატი ითხოვს, სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული რეფორმა ამუშავდეს.  ნაცვლიშვილის ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 

„მიზანი არ არის ამ შემთხვევაში რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. უბრალოდ ეს არის მართლა ჩემი გადმოსახედიდან უნიკალური შანსი, რომ დიამეტრულად შეიცვალოს სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში. ამიტომ, მე თუ მხარდაჭერა არ მექნება ამ შემთხვევაში გუნდის მხრიდან, ე.ი. ცხადია განსხვავებები რომელიც არსებობს. იმიტომ, რომ ეს არ არის პატარა მასშტაბის რეფორმა, ეს არის ყველაზე დიდი რეფორმა და ყველაზე დიდი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში. ამიტომ განსხვავებებიც არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე, მე მივიღებ გადაწყვეტილებას - დავტოვო უმრავლესობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge