png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთოხებისა და ცხოვრებისათვის - მაიკ პომპეო

  • პოლიტიკა
  • 14.02.2019
  • 09:45
 რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთოხებისა და ცხოვრებისათვის - მაიკ პომპეო

„დღეს ევროპის თავისუფლების შენარჩუნება ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობაა. რუსეთს ევროპაზე დომინირების და მსოფლიო არენაზე გავლენის განმტკიცების დიდი გეგმები აქვს. ვლადიმერ პუტინის მიზანია ნატოს ალიანსის გახლეჩა, შეერთებული შტატების დასუსტება და დასავლური დემოკრატიების განადგურება. რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მისი არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინულ გემებზე გასულ ნოემბერს შავ ზღვაში და ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომი წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთოხებისა და ცხოვრებისათვის,“ - გაბაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პოლონეთში ახლო აღმოსავლეთის სამიტის მიმდინარეობისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „Peace and Security in the Middle East” -მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში, გახსნით ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორისა და მოკავშირის როლი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა პოლონეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებაში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. 

მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებისა და იმ უკანონო ქმედებების შესახებ რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, როგორც როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

მაიკ პომპეომ გამოხატა მზაობა და მხარდაჭერა ქვეყნებს შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართ. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა გლობალურ საკითხებში, ამ მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვენესუელასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციის გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა დადებითი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ინტენსიურ კომუნიკაციას, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო დაგეგმილ და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და შეხვედრებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge