png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 14.02.2019
  • 16:21
ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში  ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ   უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს., მისი საქართველოში ყოფნის დროს 2018 წლის იანვარში,  უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ-ს დაუკავშირდა და თითქოსდა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა. 

2018 წლის 4 თებერვალს მ.ხ.-ს  საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ  გ.ს -მ იგი  საცხოვრებლად  ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში მოათავსა, რის შემდეგ  ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ს.-ს დაზარალებული, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით,  სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში. ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

გამოძიების ეტაპზე, გ.ს.  გამოძიებას მიემალა. მის მიმართ 2018 წლის 3 მაისს ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 17 მაისს, ბრალდებულის სახით ქ.ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა და  აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ  და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge