png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ზღვარი ქუჩურ გარჩევას და კამათს შორის ძალიან მარტივია - ნათია მეზვრიშვილი

  • სამართალი
  • 15.02.2019
  • 12:40
ზღვარი ქუჩურ გარჩევას და კამათს შორის ძალიან მარტივია - ნათია მეზვრიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციის შენდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშცილმა ჟურნალისტებთან ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახებაც ისაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის განხილვას ამ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

"ზღვარი ქუჩურ გარჩევას და კამათს შორის ძალიან მარტივია - საუბარია თუ გარჩევა ხდება უკანონო მეთოდების გამოყენებით, ძალადობით, ძალადობის მუქარით, მაგალითად პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით და ასე შემდეგ -  ეს დაისჯება სისხლის სამართლის წესით.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მეთოდების გამოყენება ისედაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით, თუმცა ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაზე მიმართული სპეციალური მუხლი უფრო ეფექტურს გახდის კრიმინალური მენტალიტეტისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.  მისივე თქმით, კანონპროექტის მიხედვით სანქციის სახით გათვალისწინებულია  თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, დამამძიმებელ გარემოებაში კი - მაგალითად, ქუჩურ გარჩევაში არასრულწლოვნის ჩაბმის შემთხვევაში სანქცია 3  წლამდე გაიზრდება. 

სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ არ გვაქვს, რასაც ჰქვია ქუჩური გარჩევები და ამ მიზნით შეკრება, ამ მიზნით შეკრებაში მონაწილეობა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. გვაქვს სხვადასხვა მუხლები, როგორიცაა ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მაგრამ სპეციალური მუხლი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო გამიზნულად ვებრძოლოთ ამ ტიპის დანაშაულს.’’ - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ - კრიმინალური სამყაროს და ზოგადად, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტია. ,,ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ ჩვენ ამ თემაზე საუბარი  - უკვე განვახორციელეთ ცვლილებათა 1 პაკეტი  - ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონპროექტი, რომელმაც პრაქტიკაში წარმატებით იმუშავა და 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 5-ჯერ გაიზარდა  კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ დევნის დაწყების მაჩვენებელი.  ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება ამ პოლიტიკის გაგრძელება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge