png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

როდესაც გირაოს პირობები არ სრულდება და პირი ჩადის ახალ დანაშაულს, მას გირაო უნდა შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - ნათია მეზვრიშვილი ზვიად კუპრავას დაკავებაზე

  • სამართალი
  • 25.02.2019
  • 14:14
 როდესაც გირაოს პირობები არ სრულდება და პირი ჩადის ახალ დანაშაულს, მას გირაო უნდა შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - ნათია მეზვრიშვილი ზვიად კუპრავას დაკავებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო "თბილისი მარიოტში"არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

"პირველი- პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკითხი უპრეცედენტო არ არის, ნამდვილად. სასამართლოს უპატივცემულობისთვის არ შეფარდებია ბატონ ზვიად კუპრავას პატიმრობა, სასამართლოს უპატივცემულობისთვის მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა - გირაო. ეს არის კანონის მოთხოვნა, გირაოს პირობაც, სასამართლომ მას დააკისრა, რომ არ უნდა ჩაედინა ახალი დანაშაული, უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის მიერ გამოძახებისთანავე და თავი არ უნდა აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის - ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის. მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ეს ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ როდესაც გირაოს პირობები არ სრულდება და პირი ჩადის ახალ დანაშაულს, მას გირაო უნდა შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ამ შემთხვევაში - პატიმრობით. განხორციელდა ეს პროცედურა, ვინაიდან ბატონმა ზვიად კუპრავამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის პერიოდში, მანამ სანამ მის მიმართ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ჩაიდინა სავარაუდოდ ახალი დანაშაული. სავარაუდოდ ვამბობ, იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმციას ვიცავ ამ შემთხვევაში. მას ბრალი წარედგინა 126 მუხლით, ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ეს გახდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. 

რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას, მისი დაკავება დაფიქსირებულია პოლიციელების სამხრე კამერებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია პოლიცია იყენებს პროპორციულ ძალას, ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. თუ რამე ძალის გამოყენებას ჰქონდა იქ ადგილი, პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რაც არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი, რასაც ადგილი აქვს ხოლმე ყველა დაკავებული პირის მიმართ, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge