png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველოს - გიორგი ქობულია

  • ეკონომიკა
  • 25.02.2019
  • 16:22
Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველოს - გიორგი ქობულია

„Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით - ეს არის ცნობილი საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო, რომლის შეფასებასაც უყურებენ მთელი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ  საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველო“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო კომპანია Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის კომენტირებისას.

გიორგი ქობულიას განცხადებით, მაღალი რეიტინგი საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ინვესტორებს უფრო გაუმყარდებათ რწმენა, საქართველოში შემოვიდნენ და ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ. ამასთან, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებენ ამ რეიტინგს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. „უფრო მაღალი რეიტინგი ნიშნავს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს, როცა ჩვენ ვალს ვიღებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ეს დაბალი საპროცენტო განაკვეთი ასევე აისახება ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთებზე და რეალურად აიაფებს კრედიტს საქართველოსთვის, ქართული კომპანიებისა და იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც  საქართველოში შემოდიან“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 გიორგი ქობულიას ინფორმაციით,  ჯერ კიდევ შარშან, როცა კომპანიამ თავისი მოდელით  დათვალა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი, ჩვენ უფრო მაღალი რეიტინგი - „BB პლუს“ გვეკუთვნოდა. „მაგრამ მათ გადაწყვიტეს, ჩვენთვის მოეცათ „BB მინუსი“ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს გარშემო, მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ ნეგატიური ფონია - ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რამდენად შეძლებდა საქართველო მაკროსტაბილურობის შენარჩუნებას. მაგრამ დაინახეს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული ნეგატიური გარემოსი, ჩვენ შევძელით ლარის კურსის შენარჩუნება, გავზარდეთ ჩვენი რეზერვები, უფრო შევამცირეთ სავაჭრო დეფიციტი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რეიტინგის მომატება ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა რეფორმამ განაპირობა, მათ შორის ლარიზაციამ. „ასევე ძალიან პოზიტიურად იყო აღნიშნული საპენსიო რეფორმა, რომელიც მოგვცემს დანაზოგების გაზრდის საშუალებას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge