png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

  • სამართალი
  • 27.02.2019
  • 11:53
ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ზ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ზ.-მ 2018 წლის მარტიდან  მაისის ჩათვლით, საქართველოში ყოფნის პერიოდში,  შეიძინა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები - 20,09 გრ.  ალფა-პვპე (a-PVP), დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 0,925 გრ. მეტამფეტამინი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები  - 15,45 გრ. მდმა (3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117,4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. აღნიშნული ნარკოტიკების ნაწილი ს.ზ.-მ  პაკეტებად დააფასოვა და გასაღების მიზნით  ქ.თბილისის სხვადასხვა უბნებში 147 სპეციალურად მონიშნულ ადგილზე განათავსა, რაც სამართალდამცველებმა  გამოძიების პროცესში  ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ს.ზ. 2018 წლის 24 მაისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები. 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  შეძენა, შენახვა) და 19.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge