png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეროვნული ბანკი გვაშანტაჟებდა მე და ბადრის - მამუკა ხაზარაძე

  • ეკონომიკა
  • 04.03.2019
  • 13:33
ეროვნული ბანკი გვაშანტაჟებდა მე და ბადრის - მამუკა ხაზარაძე

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სებ-ის მუქარაძე საუბრობს. როგორც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, "სებ-ი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრის".

"ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ გამოგვიგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. 7 წევრი ჰყავს თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს და 9 წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან 5 წევრი, რომელიც საქართველოშია, არის ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებსაც არანაირი კავშირი „თიბისი ბანკთან“ არ აქვთ; ერთადერთი კავშირი აქვთ დამოუკიდებლობასთან - ესენი არიან უცხოელები; მე და ბადრის გვაქვს 2 ხმა, შესაბამისად, 2 ხმით არანაირი გადწაყვეტილების მიღება მე და ბადრის არ გვაქვს", აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ბანკზე და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2018 წლის ივნისში ბანკში შესამოწმებლად ერთდროულად 4 უწყება შევიდა, რაც 27 წლის ისტორიის განმავლობაში არ მომხდარა.

„რატომ არის ეს ორკესტრირებული?!-2018 წელს ივნისის თვეში და დაადასტურა პროკურატურამ თავის ინტერვიუში ჩვენ ეს არ ვიცოდით და თურმე მუშაობდნენ, შემოდის ჩვენთან 4 უწყება. ეს არის ფულის მონიტორინგის სამსახური,  ეს არის პროკურატურა , საგადასახადო და ეროვნული ბანკი. და პარალელურ რეჟიმში იწყებენ ჩვენგან ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღებას. მინდა გითხრათ რომ კანონმდებლობით საბანკო სექტორს  არ აქვს ვალდებულება შეინახოს დოკუმენტაცია რომელიც 6 წელიწადზე მეტია, ჩვენ ვალდებული ვართ რომ გავანადგუროთ დოკუმენტაცია. ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, როცა ამდენი უწყება  ერთდროულად შემოდის, ჩავთვალეთ რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც  ჩვენ გვქონდა 11 წლის წინანდელი არქივში“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge