png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა

  • ეკონომიკა
  • 07.03.2019
  • 13:53
2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტი ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება და ეკოტურიზმის განვითარებაა.

მინისტრის თქმით,  2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში პირველად, საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი. 2018 წელს კი, დაცული ტერიტორიების სააგენტო გახდა ევროპარკების ფედერაციის წევრი.

„მნიშვნელოვანია, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაცია, ამისთვის  2019 წელს სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო სერვისებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა 87%-ით გაიზარდა. შემოსავლები მოხმარდება საკონსერვაციო საქმიანობას და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

განხორციელდება რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრის შენობის პროექტირება.

2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. კვლევების მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა საქართველოს ეკონომიკაში 87 000 000 ლარი შეადგინა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge