png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რაჭა-ლეჩხუმის თაფლის მწარმოებლებსა და მეფუტკრე ფერმერებს ახალი რეგულაციები გააცნეს

  • ეკონომიკა
  • 14.12.2015
  • 12:33
რაჭა-ლეჩხუმის თაფლის მწარმოებლებსა და მეფუტკრე ფერმერებს  ახალი რეგულაციები გააცნეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული თაფლის პოპულარიზაციისა და მეფუტკრე ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, მორიგი რეგიონული შეხვედრა ამბროლაურში გამართა. რაჭა-ლეჩხუმის ათეულობით მეწარმეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ხელშემწყობი ღონისძიებები, თაფლის წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ეწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მეფუტკრეებსა და თაფლის მწარმოებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თაფლის ტექნიკური რეგლამენტის, ეტიკეტირების, ჰიგიენის ნორმებისა და ხარისხობრივი მოთხოვნების, ფუტკრის დაავადებებისა და ქართული ფუტკრის უპირატესობის, ასევე, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის ანუ კოოპერაციული გაერთიანების სიკეთეების შესახებ.

მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქტის წარმოებას; განისაზღვრა აკრძალული მედიკამენტების ნუსხა; მიმდინარეობს კოოპერაციის წახალისების ღონისძიებები და კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის პროგრამა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge