png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სესიაშვილს უთხრეს, ოეე გაჩერდიო და გაჩერდა - ზურაბ ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 19.03.2019
  • 13:26
სესიაშვილს უთხრეს, ოეე გაჩერდიო და გაჩერდა - ზურაბ ჯაფარიძე

არ მგონია, რომ მისი ოჯახის წევრებსაც სჯეროდეთ, რომ სესიაშვილს ვინმე რამეს ეკითხებოდეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებზე შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გუნდის შიგნით ვიღაცებმა უთხრეს სესიაშვილს, რომ ოეე გაჩერდიო და გაჩერდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ სესიაშვილმა დაწერა რაღაც სულელური კანონპროექტი, რის გამოც მოხვდა ბევრი, მათ შორის, „გირჩის“ მხრიდანაც და ახლა უკან დაიხია.

„არ მჯერა, რომ სესიაშვილმა გაიაზრა რამხელა სისულელეს აკეთებდა. სავალდებულო სამხედრო სამსახური ამ ქვეყანაში გაუქმდება ნებისმიერ შემთხვევაში და მგონია, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე. ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და ფორმალურად გაუქმდეს ეს სამსახური ან მოხდება ისე, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ გააგრძელებს ფუნქციონირებას, დაიცავს ყველა ადამიანს, ვისაც არ უნდა ერთწლიანი მონობა, რაც ასევე ნიშნავს გაუქმებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის. ორივე შემთხვევაში ვიქნებით კმაყოფილი. ამ ორი ვერსიის ალტერნატიული ვერსია ამ ქვეყანაში ვერ დადგება, ამას არ დავუშვებთ. სესიაშვილის კომენტარი რომ ნახოთ, მას გააზრებული არ აქვს. ის არის ჩინოვნიკი, რომელსაც ახლა უჭირავს მაღალი თანამდებობა, ვითომ კურირებს თავდაცვასა და უშიშროებას ქვეყანაში, თუმცა არ მგონია, რომ მისი ოჯახის წევრებსაც სჯეროდეთ, რომ სესიაშვილს ვინმე რამეს ეკითხებოდეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. რადგან ამ თამაშშია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ რადგან გაწვევას ახლა შეექმნა პრობლემა, მან რაღაცა უნდა გააკეთოს. დაწერა რაღაც სულელური კანონპროექტი. არ მგონია, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, სავარაუდოდ, გუნდის გუნდს რომ ეძახიან, იმ გუნდის შიგნით ვიღაცებმა უთხრეს, რომ ოეე გაჩერდიო და გაჩერდა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge