თეირანის აეროპორტში თვითმფრინავი დაიწვა
- მსოფლიო
- 20.03.2019
- 10:33
თეირანში, მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Iran Air-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ირანული მედიის ცნობით, თვითმფრინავი კუნძულ ქიშიდან თეირანში მიფრინავდა, სადაც ავარიულად დაეშვა. ინციდენტი დაშვების მოწყობილობის გაუმართაობამ გამოიწვია.
განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200