png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

  • ბიზნესი
  • 21.03.2019
  • 11:17
 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებას ისეთ ღონისძიებებს, სადაც ხდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ქალებისთვის, მათთვის, ვინც უკვე ფლობს ან ახლა სურს ბიზნესის დაწყება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალებისთვის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჰანა ლოიკანენი მასპინძლობდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ბანკის მომხმარებლები, კერძოდ მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის,  მმართველი რგოლის წარმომადგენელი ქალბატონები. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა პირადად მისი 20 წლიანი გამოცდილება, ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიც არის:  ბიზნესსა და ეკონომიკაში ქალთა როლი და ის სირთულეები თუ გამოწვევები, რის წინაშეც დგებიან ქალები ბიზნესში. ქალებისთვის ბიზნეს სფეროში თავის დამკვიდრების სირთულეებსა და თავისებურებებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და ახალგაზრდა მეღვინემ, ბაია აბულაძემ.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას,  წამოიწყონ ახალი ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge