png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

  • პოლიტიკა
  • 22.03.2019
  • 09:49
პრემიერ-მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო 12 საათზე მივა. კანონმდებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

ინტერპელაციის წესის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლა დეპუტატებმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით მოითხოვეს.

ინტერპელაციის წესს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს, ხოლო  შინაარსი კონკრეტული და ეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.

ადრესატი ვალდებულია, კითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს, და უპასუხებს ყველა კითხვას, რომელიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

პროცედურის თანახმად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთისა. კითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთისა. პასუხის დაზუსტებისთვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ცხადდება შესვენება, რომლის შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევათ 45-45 წუთი, თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, – 15 წუთი, ხოლო თითოეულ დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს – 5 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები, შემდეგ – იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, შემდეგ – უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. დებატების შემდეგ ადრესატს დასკვნითი გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge