png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

  • ბიზნესი
  • 25.03.2019
  • 13:17
 საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, ღია ბანკინგის სტრატეგიის ფარგლებში  ფინტექ სფეროს განვითარებას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ევროპაში წარმატებული ფინტექ სტარტაპის ქართველმა დამფუძნებელმა, თამაზ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შექმნა ფინტექ კომპანია Raisin, რომელმაც  178 000 000 დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო და ახლა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიაში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვასთან დაკავშირებით. სპიკერმა ისაუბრა, თუ როგორ შეძლო 2013 წელს გერმანიაში დაფუძნებულმა პლატფორმამ 4 მილიარდ დოლარამდე ტრანზაქციის განხორციელება და მომხმარებლის მოზიდვა ევროპის 31 ქვეყნიდან. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო, საგამოფენო ნაწილში კი 10-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ბანკი სტრატეგიულ მიზნად ისახავს  საქართველოში ფინტექ მიმართულების განვითარებას. სწორედ ამიტომ, BOG Fintech თანამშრომლობს ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Startup Grind Tbilisi, Google Developers Group, Data Science Tbilisi და Product Tank Tbilisi.

ინფორმაციისთვის, ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა  სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge შექმნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge