png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვამაყობ, რომ ჩვენ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად, კანონმდებლობის დონეზე შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო - სოფო კილაძე

  • პოლიტიკა
  • 26.03.2019
  • 13:05
ვამაყობ, რომ ჩვენ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად, კანონმდებლობის დონეზე შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო - სოფო კილაძე

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩვენ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად, კანონმდებლობის დონეზე შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო“ და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე. მისი  თქმით, გარკვეული ვიწრო ჯგუფი შეეცადა, საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია და ანტიეროვნულობის იარლიყი მიეწებებინა აღნიშნული კოდექსისთვის.

"მზად ვარ, თითოეულ შეკითხვას ვუპასუხო. პროექტში იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც გავასწორეთ. ყველა პროექტს სჭირდება დამუშავება და სწორედ იმიტომ არსებობს სამი მოსმენა კანონშემოქმედებით პროცესში, რომ    ხარვეზები, არსებობის შემთხვევაში, აღმოიფხვრას. კონსულტაციების დროს აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის  არასწორად მიწოდებას. პრინციპულად ყველა ეთანხმება აზრს, რომ ეს არის ეროვნული პროექტი და არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც ამას გააბათილებს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესახებ მსჯელობენ.  საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვაში დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის,  საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge