png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ - ნათია მეზვრიშვილი

  • სამართალი
  • 26.03.2019
  • 14:22
მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ - ნათია მეზვრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - PROLoG-ის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.   ნათია მეზვრიშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან ასევე, ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა როლის გაძლიერებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.   „მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ. მინდა მოვიყვანო წარმატებული პოლიციელი ქალების რამდენიმე მაგალითი - დღეს ჩვენ გვყავს ქალები მართლწესრიგის ოფიცრებად, ქალები პატრულ-ინსპექტორებად, ქალები მესაზღვრეებად, ქალები დეტექტივებად, ქალები, რომლებიც ბადრაგის ფუნქციებს ასრულებენ. ეს ადამიანები ატარებენ იარაღს, დასდევენ დამნაშავეებს, იცავენ საზღვარს და ისეთივე წარმატებით იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორი წარმატებითაც ფორმიანი მამაკაცები. ამიტომ ეს სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც "მამაკაცური" და "ქალური" თანამდებობები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამსხვრიოთ და უნდა დავამსხვრიოთ იმ მაგალითებით, რომელ მაგალითსაც მე და სხვა პოლიციელი ქალები წარმოვადგენთ. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და მაგალითი მივცე პირველ რიგში პოლიციელ ქალებს, რომ არ არსებობს მიუღწეველი მწვერვალები. არ არსებობს მწვერვალები, რომლის დაპყრობაც ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ სამწუხაროდ, ამ მწვერვალების დასაპყრობად, ჯერ კიდევ იმაზე მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს ხოლმე ვიდრე მამაკაცებს.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.   ქალთა გაძლიერების ფორუმს, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის, ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის, ამ პროცესებში თავიანთი წვლილისა და პირადი ისტორიების შესახებ.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge