png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება ტრამპის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების პასუხია - ერდოღანი

  • მსოფლიო
  • 27.03.2019
  • 16:23
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება ტრამპის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების პასუხია - ერდოღანი

სტამბოლში აია სოფიას მუზეუმის სტატუსის შეცვლა და მისი მეჩეთად გადაქცევა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების პასუხი იქნება, რომელმაც გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა. როგორც სააგენტო Anadolu იუწყება, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 „ჩვენ, შესაძლოა, წმინდა სოფიაში შესვლა უფასო გავხადოთ, თუმცა მხოლოდ ამას არ გავაკეთებთ. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ წმინდა სოფიას ნამდვილ სტატუსს დავუბრუნებთ. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევუცვლით სტატუსს და მეჩეთად ვაქცევთ. ახლა ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ასე არ არის? გოლანის სიმაღლეებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. თქვენ მიიღებთ პასუხს თურქეთიდან“, - აღნიშნა ერდოღანმა ტრაბზონში გამართულ მიტინგზე.

24 მარტს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, წმინდა სოფიას ტაძარს სტატუსი შეუცვალოს, რათა იქ შესვლა ყველას უფასოდ შეეძლოს. მისი თქმით, ყველა აღმსარებლობის ტურისტი უფასოდ შედის ცისფერ მეჩეთში, რომელიც მეზობლად მდებარეობს, „ამიტომ წმინდა სოფიასთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, ანალოგიურად მოვიქცეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ათენი აია სოფიას ტაძრის, რომელიც ახლა მუზეუმია, მეჩეთად გადაქცევას ქრისტიანებისა და მსოფლიო თანამეგობრობის შეურაცხყოფად მიიჩნევს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge