png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს მსგავსი საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 27.03.2019
  • 17:06
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს მსგავსი საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია - პრემიერი

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განაცხადა, სადაც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის მეთაური საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წევრებს შეხვდა, რომლებიც ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მათ წარმატებები უსურვა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთელი საქართველო ამაყობს მათი წარმატებებით და ისინი ახალგაზრდებისთვის სამაგალითო არიან.

პრემიერმა სამზადისის შესახებ ინფორმაცია ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილისგან მოისმინა და ხაზი გაუსვა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობას.

"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ძალოსნობაში უნიკალური მიღწევები გვაქვს. დღეს ჩვენს ნაკრებში ყოველი მესამე მსოფლიო ჩემპიონი, ყოველი მეორე კი ევროპის ჩემპიონია. მადლობას ვუხდი ძალოსნობის ფედერაციას, მწვრთნელებს და ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც ბოლო წლებში ასეთი წარმატებებით გაგვანებივრეს. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს და იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია",- აღნიშნა პრემიერმა.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, ახალაშენებულ სპორტის სასახლეში 6 აპრილს დაიწყება და მასში 40-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge