29 დაღუპული და 600 დაშავებული - ძლიერი შტორმი ნეპალში
- მსოფლიო
- 01.04.2019
- 13:39
სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 600 დაშავდა ნეპალში ძლიერი შტორმის შედეგად. სტიქია თავს ბარისა და პარსის რაიონებს დაატყდა.
შტორმმა ზაინი მიაყენა ასობით სახლსა და ელექტროგადამცემ ხაზებს. მოგლეჯილმა ხეებმა საავტომობილო გზები ჩახერგა.
სამაშველო ოპერაციებში ნეპალის არმიის ორი ბატალიონი და პოლიციის შეიარაღებული ძალები ჩაერთნენ.
ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან წვიმა და ღვარცოფი ერთვოდა ქვეყნის სამხრეთ რაიონებს კვირას საღამოს გადაუარა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200