png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყირიმის თემა სამუდამოდ დახურულია - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის საპასუხოდ

  • მსოფლიო
  • 01.04.2019
  • 14:31
ყირიმის თემა სამუდამოდ დახურულია - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის საპასუხოდ

ყირიმის თემა სამუდამოდ დახურულია და ტერმინები ოკუპაცია და ანექსია მიუღებელია,  - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის სიტყვებზე საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ყირიმის ამ კონტექსტში მოხსენიებას, დაუშვებლად მიგვაჩნია. ყირიმის თემა განხილვას საერთოდ არ ექვემდებარება - ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. უფრო მეტიც, სიტყვები ოკუპაცია და ანექსია აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერი რაც ყირიმში მოხდა, სხვათაშორის უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისია“, - განაცხადა პესკოვმა ზელენსკის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ხსენების შესახებ.

 „მზად ვართ უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს განვუმარტოთ, რომ რუსეთი უკრაინის არანაირი ტერიტორიების ოკუპაციას არ ახდენს და საერთოდ ამაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. რადგან დონბასის არაღიარებული რესპუბლიკა თავისი სურვილით არის განდგომილი უკრაინისგან“, - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო ხმების 50 პროცენტი ვერ დააგროვა. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 აპრილს უნდა ჩატარდეს, მონაწილეობას ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო მიიღებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge