png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით გაიმართება

  • კულტურა
  • 01.04.2019
  • 15:13
 თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით გაიმართება

4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული გუნდები გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც  თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის დირექტორი მაია ჩაჩავა და სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე უძღვებოდნენ.

მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

„აღსანიშნავია, რომ ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. წელს მრავალფეროვანი პროგრამაა, ადგილობრივ მონაწილეებთან ერთად, ათობით უცხოელი მონაწილეც ესტუმრება თბილისს. მინდა გამოვყო 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც მონაწილე ქართული და ლიტვური გუნდები თავიანთი შემოქმედებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები, ყოველწლიურად, სხვადასხვა სივრცეში იმართება. წელსაც საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დარბაზში და სხვა.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია და ითვალისწინებს ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებას, საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედების გაცნობას. ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მსმენელს მიეცა შესაძლებლობა  მოესმინა 50-მდე, მათ შორის 15 უცხოური გუნდისთვის.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გენერალური პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი;   პარტნიორები არიან სატრანსპორტო კომპანია „ბენე ექსკლუზივი“ და სასტუმრო „მაჯესტიკი“

ფესტივალის განმახორციელებელია თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge