png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 02.04.2019
  • 10:43
 მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

ავიაკომპანია „Air France“-ის  რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების  წარმომადგენლებს უმასპინძლა.  საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების ექვს და  სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების ოთხ წარმომადგენელს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ტურის მონაწილეებისათვის საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციას ავიაკომპანია „Air France“-ის  წარმომადგენლები დაესწრნენ.   

ტურის ფარგლებში  სტუმრებმა თბილისის და მცხეთის ისტორიული უბნები მოინახულეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს.

"ძალიან მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ „Air France“-ის  ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ევროპელ ჟურნალისტებსა და ტურ-ოპერატორებს, რომლებიც საქართველოში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან ჩამოვიდნენ. სამივე ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენი ორგანიზებით ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები  ევროპელ ტურ-ოპერატორებს ხვდებიან, რომ ახალი ბიზნეს ურთიერთობები დაამყარონ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებიდან."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge