png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტებით ყველამ იამაყოს - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 04.04.2019
  • 16:44
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტებით ყველამ იამაყოს - კახა კალაძე

თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტებით ყველამ იამაყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა.  

დედაქალაქის მერიის კულტურის პოლიტიკის პრეზენტაცია კახა კალაძემ გახსნა და სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც წლების განმავლობაში ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. მინდა, გთხოვოთ დახმარება, თანადგომა, რადგან თქვენი როლი პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმები, რომლითაც საზოგადოებას შესაძლებლობას მივცემთ, სხვადასხვა წარმოდგენა და კონცერტი იხილოს. მე ერთ რამეს გპირდებით: რაც ჩვენზე - დედაქალაქის მთავრობაზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებით შევძლებთ, ყველა პრობლემა მოვაგვაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, ასევე, მადლობა მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას და კულტურის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს გადაუხადა.

„მიხარია, რომ მყავს ასეთი თანაგუნდელები, რადგან შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა განახორციელოს ის, რასაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ვაკეთებთ. მადლობელი ვარ თითოეული თანამშრომლის შრომისთვის, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რათა ჩვენი დედაქალაქი წარმატებული და წინწასული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიისთვის 2019 წელი დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულია.

„წლევანდელი ბიუჯეტი ერთ მლრდ ლარზე მეტი იქნება. წლევანდელი წელი განსაკუთრებული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებით - ახალი ქუჩები, გზები, ქალაქის კეთილმოწყობა, დასუფთავება, გალამაზება, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ და ყველამ იამაყოს იმ პროექტებით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ, ყველას თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა გვჭირდება, რათა საზოგადოებას შევუქმნათ განწყობა, მივაწოდოთ სიახლეები - ეს იქნება შოუბიზნესის თუ სხვა მიმართულება. მზად ვართ, ყველაფერში გვერდში დაგიდგეთ, რათა თქვენი ჩანაფიქრები განახორციელოთ. ასევე, მზად ვართ, თქვენს იდეებს ფრთები შევასხათ და სამომავალოდ განვახორციელოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge