png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ხელმძღვანელმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსებს ოკუპანტები უწოდა

  • კულტურა
  • 05.04.2019
  • 10:22
„სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ხელმძღვანელმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსებს ოკუპანტები უწოდა

საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა  გელა ფოცხიშვილმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში გასტროლების გამართვამდე რუს მოსახლეობას ოკუპანტები უწოდა. ამის შესახებ მან „ტასთან“ ინტრევიუში განაცხადა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლში, 10 აპრილს დაგეგმილ კონცერტამდე ფოცხიშვილმა განაცხადა, რომ ბალეტი თავისი გამოსვლით „ოკუპანტებს დაანახებდა, რომ მათ შეუძლიათ“. რუსეთის კულტურის მინისტრმა ვალდიმირ მედინსკიმ თავის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციის გადამოწმება დაავალა.

 „ჩვენი რეკლამების გამოჩენის შემდეგ, მკითხეს: თქვენ მიდიხართ რუსეთში, კრემლის სასახლეში?“ მე დავუდასტურე. მაშინ მათ მკითხეს: „ოკუპანტებთან მიდიხართ?“ მე ამ შეკითხვისთვის არაფერი მიპასუხია. უბრალოდ მივდივართ გასტროლებზე, რათა ვაჩვენოთ ქართული კულტურა. შემდეგ კი ყველაფერი უკუღმა ამოაყირავეს“, - განაცხადა ფოცხიშვილმა

საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი რუსეთში 12 კონცერტს გამართვას - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, სურგუთში, ნოვოკუზნეცკში, ტომსკში, კრასნოაირსკში, ბრატსკში, უსოლიე-სიბირსკში, ჩიტაში, იაკუტსკსა და კალინინგრადში.

შოუ „ქართული ცეცხლი“, სპექტაკლია, სადაც საცეკვაო ნომრები გაერთიანებულია სიუჟეტით. „ეს არის მოგზაურობა საქართველოში: ვიწყებთ უძველესი კოლხეთიდან, აჭარიდან, შემდეგ ვაგრძელებთ სხვადასხვა რეგიონის ცეკვებით. მეორე განყოფილებაში მაყურებლებს ელით თბილისის სურათები, სადაც ცხოვრობდნენ რუსები, სომხები და აზერბაიჯანელები“, - აღნიშნა ფოცხიშვილმა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge