png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქაოსის მსურველი ძალები კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში - ბიძინა ივანიშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.04.2019
  • 11:33
ქაოსის მსურველი ძალები კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში - ბიძინა ივანიშვილი

იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში, - აღნიშნულია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელიც მან 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა.  ნიშანდობლივია, რომ  ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.

ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა  საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში”, - ნათქვამია წერილში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge