png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„გირჩი“ აუდიტის სამსახურს საპატრიარქოს შემოწმებას სთხოვს

  • პოლიტიკა
  • 08.04.2019
  • 16:28
„გირჩი“ აუდიტის სამსახურს საპატრიარქოს შემოწმებას სთხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ აუდიტის სახელმწიფო სამსახურს საპატრიარქოს შემოწმებას სთხოვს.

„გირჩი“ აუდიტის სამსახურს სთავაზობს,ჩაატაროს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტი და თუ სამსახური ამ საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს, ისინი პარტიის ფინანსურ ანგარიშს მიაწვდიან აუდიტის სამსახურს.

„მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მხოლოდ ფინანსური რესურსის სახით სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს მისცა დაახლოებით მეოთხედი მილიარდი ლარი. აქ არ შედის ათასგვარი უძრავი თუ მოძრავი ქონება რომელიც ასევე გადაეცა ამ ინსტიტუტს სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც აურაცხელი სარგებელი რომელსაც საპატრიარქო ნახულობს სახელმწიფოსთან გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი (ძირითადი!) მიზანია: ,,ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას”, აქამდე ვერც ერთმა გენერალურმა აუდიტორმა ვერ გაბედა კანონის ამ მოთხოვნის აღსრულება საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებაში. შესაბამისად არავინ იცის რაში, რამდენად კანონიერად, რა მიზნით და რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ღატაკი მოსახლეობისთვის პოლიციის ძალით წართმეული, ზემოთხსენებული მეოთხედი მილიარდი ლარი.

ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს - თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთერთ როლს და გადმოგიგზავნით ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„გირჩის“ ამ მიმართვას წინ უძღვოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილი, რომლითაც 19 მაისს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „გირჩი“ ექვემდებარება შემდეგ რეგულაციებს:

ა) საარჩევნოდ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი

ბ) 3 კვირაში ერთხელ თქვენთან უნდა ვაგზავნოთ ფინანსური ანგარიშები

გ) საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარმოგიდგინოთ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად

დ) გარდა თქვენთვის წარდგენისა, იგივე ანგარიშები უნდა გამოვაქვეყნოთ 3 კვირაში ერთხელ

ე) ანგარიშები უნდა იყოს თქვენი უწყების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმების სახით

ვ) ტელე, რადიო, საგაზეთო, გარე თუ ინტერნეტ რეკლამა წინასწარი ანგარიშსწორებით უნდა შევისყიდოთ და ამის შესახებ ასევე წინასწარ უნდა გაცნობოთ თქვენ, ასევე თქვეს მიერ შესაბამისად დამტკიცებული ფორმის სახით

ზ) და სხვა.

„ჩვენი აზრით ე.წ. ,,პოლიტიკური ფინანსების” ეფექტური მონიტორინგი ზოგადად არის შეუძლებელი. საქართველოში ეს სისტემა შემუშავებულია სპეციალურად ერთი კონკრეტული მიზნისთვის - რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლონ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ამ სისტემას არ დაუსჯია რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და თუ ვინმესთვის ოდესმე შეუქმნია რეალური პრობლემა, ეს ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები (მათ შორის დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალაც).

გარდა ამისა, როდესაც ყველასთვის ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია ქართული პოლიტიკით, ცნობილია რომ ამ სფეროში ტრიალებს უამრავი შავი ფული, გასაგებია რომ ყოველი არჩევნების წინ მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ 1 დღეში მილიონების შეგროვება არ არის ბუნებრივი ამბავი, პრაქტიკულად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ დადასტურებულია რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ 600,000-მდე ადამიანისთვის სესხების ჩამოწერის დაპირება, წარმოადგენდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს, და ეს ყველაფერი თქვენი უწყების მხრიდან რჩება რეაგირების გარეშე, გირჩისთვის, რომელიც ერთადერთი პარტიაა ამ ქვეყნაში რომელიც სრულად შემოწირულობებით არსებობს და პრინიციპულად უარს ამბობს საბიუჯეტო დაფინანსების ოდესმე მიღებაზე, რაღაც ფორმების შევსების და სამ კვირაში ერთხელ წარდგენის დავალდებულება, არის თავხედობასთან მოსაზღვრე ცინიზმი.

ვაფასებთ ამ ცინიზმს, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სპექტაკლში მონაწილეობას“, - აღნიშნულია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge