png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გვაქვს ორი სასახლე, რომელსაც სახელმწიფო ინახავს და ერთ-ერთის ფუნქცია გაურკვეველია - დავით ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 09.04.2019
  • 16:23
გვაქვს ორი სასახლე, რომელსაც სახელმწიფო ინახავს და ერთ-ერთის ფუნქცია გაურკვეველია - დავით ბაქრაძე

მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს ორი სასახლე, სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში საუბრობდა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის კომუნალური ხარჯები მაღალი იყო და ახლა რეზიდენციის შენობა თურმე  მხოლოდ იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ წელიწადში ერთხელ მიღება მოაწყოს.

„ეს არის თავმოუბმელობისა და მავნებლობის ტიპური მაგალითი „ქართული ოცნებიდან“. წლების განმავლობაში იყო საუბარი, თურმე პრეზიდენტის რეზიდენცია არის დიდი და მისი კომუნალური ხარჯები მაღალია. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს ორი სასახლე, სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია. თურმე, ამხელა შენობა და რეზიდენცია მხოლოდ იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ წელიწადში ერთხელ მიღება მოეწყოს.

ეს არის მაგალითი, როგორ მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება“, სადაც გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის პირადი სურვილების მიხედვით მიიღება და შემდეგ ხდება თითქოსდა რაციონალური ფორმისა და ახსნა-განმარტების მოძებნა ამ გადაწყვეტილებების უკან. თუ არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ პრეზიდენტის სასახლე, თავი დაენებებინათ ფართის დათვლისთვის, კომუნალურების დაანგარიშებისთვის, რადგან დღეს იგივე თანხას, ოღონდ გაორმაგებულად იხდის სახელმწიფო.

პრეზიდენტი ყოფილიყო თავის რეზიდენციაში, რადგანაც ეს იყო სახელმწიფო სიმბოლო. ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად სახელმწიფო სიმბოლოც დააზიანა და მეორე მხრივ, დატოვა სასახლე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული რეზიდენციაა საქართველოში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge