png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ლიონელ მესისა და იკერ კასილასის შვილებს ქართველი დიზაინერის ბალიშებზე სძინავთ

  • ეს საინტერესოა
  • 11.04.2019
  • 12:06
ლიონელ მესისა და იკერ კასილასის შვილებს ქართველი დიზაინერის ბალიშებზე სძინავთ

ცნობილი ფეხბურთელების ლიონელ მესის, იკერ კასილასისა და ჟორდი ალბას შვილებს ქართველი დიზაინერის ლელა ცისკარაულის აქსესუარებით მორთულ საწოლებში სძინავთ. ამის შესახებ გაზეთი „საქართველოს ამბები“ წერს.

ცისკარაული ბარსელონაში უკვე 12 წელია ცხოვრობს. მან საბავშვო აქსესუარების ბრენდი Deco Sweet BCN  შექმნა. რომლის მომსახურებითაც სარგებლობენ ესპანელი ჟურნალისტები, სპორტსმენები და მსახიობები.

ცისკარაულმა საქართველო 2008 წელს დატოვა, რათა მაგისტრატურა უცხოეთში დაესრულებინა. ამ მიზნისთვის მან ბარსელონა აირჩია. დროთა განმავლობაში ლელას გაუჩნდა იდეა შეექმნა საბავშვო აქსესუარები, ასევე ბალიშები, წინსაფრები, საწოლის თეთრეული, ჩანთები ორსულებისთვის და ეტლები. აბსოლუტურად ყველა ნივთი ერთადერთი ეგზემპლარის სახით მზადდება. ნივთებს ბავშვების სახელები ან ინიციალები აწერია.

„სამი წლის წინ ესპანეთის ნაკრების მეკარის იკერ კასილასის ცოლი სარა კარბონერო მეორე ბავშვს ელოდებოდა. ბარსელონაში ის ძალიან ცნობილი ტელეწამყვანია. როდესაც ელექტრონულ ფოსტაზე მისი წერილი დავინახე, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, სიხარულისგან ვყვიროდი. ის მწერდა, რომ შემთხვევით გვიპოვა Instagram-ში, მას ძალიან მოეწონა ჩვენი პროდუქცია... მან ორი ბალიში და ბავშვის საწოლისთვის საჭირო ნივთები იყიდა“, - ამბობს ცისკარაული.  

მას შემდეგ, რაც კასილასის ცოლმა ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ნივთები მიიღო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოსურათები და კომპანიის სახელწოდება. იმავე დღეს ცისკარაულმა უამრავი წერილი მიიღო. მას სწერდნენ ორსულები და პროდუქციას უკვეთავდნენ. იმავე თვეს ქართველმა დიზაინერმა 280 შეკვეთა მიიღო. სწორედ მაშინ გახდა მისი მარკა ცნობადი ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთაც.

კასილასის ცოლის შემდეგ ცისკარაულს დაუკავშირდა ფეხბურთელ ჟორდი ალბას ცოლი და ბალიშები და ბავშვის საწოლის აქსესუარები შეუკვეთა. მანაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები და ასეთი მშვენიერი პროდუქციის შექმნისთვის დიზაინერს მადლობა გადაუხადა.

 „მეორე დღეს შეტყობინება მივიღე ლიონელ მესის ცოლის - ანტონელა როკუცოსგან. ალბასა და მესის ცოლები ახლო მეგობრები არიან. მან ბალიშების, ჩანთების, თეთრეულის დიდი რაოდენობა შემიკვეთა. ჩვენ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით დავამზადეთ“, - ამბობს დიზაინერი.

 „სიტყვით ვერ გადმოვცემ, თუ რა მოხდა ამის შემდეგ. საიდან აღარ მწერდნენ - არგენტინიდან, სამხრეთ ამერიკიდან. მას შემდეგ, რაც ანტონელამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები, ჩემი მეუღლე დღე და ღამე პასუხობდა  კლიენტების შეკითხვებს მესენჯერსა და ელექტრონულ ფოსტაზე“, - აღნიშნავს ცისკარაული.

მესის ცოლმა ქართველი დიზაინერის სრული პროდუქცია თავისი დისთვისაც შეუკვეთა, რომელიც იმ დროს ბავშვს  ელოდებოდა.

 

Детские аксессуары от грузинского дизайнера Лели Цискараули

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge