png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის პროტესტი ჩემთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია - ეკა ბესელია

  • პოლიტიკა
  • 11.04.2019
  • 12:23
ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის პროტესტი ჩემთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია - ეკა ბესელია

შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას, ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა შაქარიშვილისა და ჯიშკარიანის გადაწყვეტილება.

„შეუძლებელია, ეს ორი ახალგაზრდა, რომლებიც წარმოადგენენ მათ შორის სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს, ეგუებოდნენ იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას, ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც წარსულის ძალადობრივი ელემენტების და მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების აღზევება ხდება. ამიტომ მათი პროტესტი არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, ორგანული. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ პოზიციაზე, მომავალსაც ვხედავ საერთო ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge