png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეს ის პროცესია, რომელიც პარლამენტში იყო და რაც რამდენიმე ადამიანის წასვლით შემოიფარგლა - მდინარაძე ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის გადაწყვეტილებაზე

  • პოლიტიკა
  • 11.04.2019
  • 13:02
ეს ის პროცესია, რომელიც პარლამენტში იყო და რაც რამდენიმე ადამიანის წასვლით შემოიფარგლა - მდინარაძე ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის გადაწყვეტილებაზე

ძალიან გინდათ, რომ „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს ის პროცესია, რომელიც პარლამენტში იყო და რაც რამდენიმე ადამიანის წასვლით შემოიფარგლა, - ამის შესახებ აპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან გინდათ, რომ „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს ის პროცესია, რომელიც პარლამენტში იყო და რაც რამდენიმე ადამიანის წასვლით შემოიფარგლა. რამდენიმე თვით ადრე სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილის არაერთი სტატუსი ვნახეთ, რაც იმას მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა „ქართულ ოცნებაში“. აქედან გამომდინარე, ახალი არაფერია და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არის პერსპექტიული, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, მათ შორის არის მწვავე გამოწვევებიც.

„ამ პრობლემებისა და გამოწვევების ადეკვატურად ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ნაბიჯებზე ვზრუნავთ და ვფიქრობთ. „ქართული ოცნება“ ბევრ რამეს აკეთებს, რომ გამოწვევების ადეკვატური იყოს, პრობლემის აღმოფხვრასა და ხალხის გაჭირვებაზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ამის გადაჭრის გზები არ არის პოპულისტური გამონათქვამები, პოპულისტური ნაბიჯები. ამის გადაჭრის გზები რეალური საქმეა. გუშინ სრული ისტერია მოვისმინეთ ოპოზიციური ფლანგის შესრულებით, რომელიც ადეკვატური იმ საუბრებთან არ იყო, რაც ჩვენი ლიდერის ინტერვიუში იყო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge