png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როგორც ჩანს, ადგილობრივ კანდიდატსა და ხელისუფლებას ძალიან ეშინია სანდრა რულოვსის კანდიდატურის - გიგი წერეთელი

  • პოლიტიკა
  • 12.04.2019
  • 13:55
 როგორც ჩანს, ადგილობრივ კანდიდატსა და ხელისუფლებას ძალიან ეშინია სანდრა რულოვსის კანდიდატურის - გიგი წერეთელი

საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიჯის თვალსაზრისით და თუ ასე გაგრძელდა, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება, უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის ,– ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდში მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად მიუღებელია, პირველ რიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით,

„როგორც ჩანს, ადგილობრივ კანდიდატსა და ხელისუფლებას ძალიან ეშინია სანდრა რულოვსის კანდიდატურის. მეორე მხრივ, საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიჯის თვალსაზრისით და თუ ასე გაგრძელდა, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო გაღრმავდება უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ძალიან სახიფათო მიდგომა ჩემი აზრით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ ძალიან ფრთხილი უნდა იყოს პოლიციაც და ხელისუფლებაც.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე  პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge