png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილი რეალურად საუბრობს პუტინივით - თეა წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 15.04.2019
  • 16:26
სააკაშვილი რეალურად საუბრობს პუტინივით - თეა წულუკიანი

თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი სააკაშვილს კარგად არ იცნობდა, ამ გამოსვლის შემდეგ უკეთესად შეიცნობენ მას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ 12 აპრილს ვარშავაში გაკეთებული განცახდების კომენტირებისას განაცხადა.

„რეალურად, სააკაშვილს ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი მას კარგად არ იცნობდა, ამ გამოსვლის შემდეგ უკეთესად შეიცნობენ მას. ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად საუბრობს პუტინივით, რომელსაც ევროკავშირელები და ევროპელები კოლონიზატორები ეგონა ყოველთვის, დღესაც ჰგონია და ამას ხმამაღლა ამბობს. ჩვენ ვიცით ერთი, რომ ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, ისტორიული და ხალხის არჩევანი, რაც მთავარია, არის ევროპაში, ევროპელებთან. ამ გზაზე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან სტაბილურად მიჰყავს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი შენარჩუნდეს და მას საფრთხე არ შეექმნას.

„რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ჩარჩენილი იმ წარსულში, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ამიტომ, ალბათ, მის პერსონაჟზე ამდენი მსჯელობა არ იქნებოდა სასურველი და ეს დროის კარგვაა”, – ამბობს წულუკიანი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge