png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პირველად ეწვევა

  • პოლიტიკა
  • 16.04.2019
  • 14:38
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პირველად ეწვევა

საქართველოს დღეს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ილია მეორეს შეხვდებიან.

დაგეგმილია ასევე, საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო - კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რევაზ ლომინაძის განცხადებით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი პირველად სტუმრობს საქართველოს.

,,ვიზიტი მეტყველებს, იმაზე, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკა აშკარად პროგრესირებს, მაგრამ თავად ვიზიტის დროს განხილული იქნება ჩვენი თანამშრომლობის მომავალზე ორიენტირებული საკითხები. ორმხრივი ურთიერთობების თემები და ევროკავშირში ჩვენი მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხები.

უკვე გვაქვს მიღწევები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფერო, სადაც კვიპროსთან აბსოლუტურად უნიკალური ურთიერთობები გვაქვს.

კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი თანამშრომლობის სხვა მიმართულებებსაც გამოკვეთს", - აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge