png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ შეიძლება გეი-აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება - ალექსანდრე ერქვანია

  • პოლიტიკა
  • 16.04.2019
  • 15:21
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ შეიძლება გეი-აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება - ალექსანდრე ერქვანია

 საქართველო ქრისტესთვის და სამშობლოსათვის წამებულთა ქვეყანაა. თითოეული გოჯი ქართული მიწისა მორწყულია მოწამეობრივი სისხლით, ამიტომ ამ წმინდა მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყველამ უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება გეი-აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაწესება და მისი სათანადოდ აღნიშვნა, ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ დღესასწაულად. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვმადლობდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი ქვეყნისა და ერის მფარველობისთვის. რომ არა მისი მფარველობა და წყალობა დღეს საქართველო არ იარსებებდა. მას შემდეგ რაც, საქართველო გაქრისტიანდა, ქართველ ერს, მიუხედავად მრავალი ბრძოლებისა და ტანჯვისა, არასდროს არ უღალატია ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის, ამიტომ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე. და დღეს როცა მიმიდინარეობს ბრძოლა მართლმადიდებლობისა და ეკლესიის წინააღმდეგ, მიმდინარეობს მცდელობა ღვთისგან დადგენილი კანონების შეცვლის, უზნეობის, მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილებების ნორმად წარმოჩენისა და დამკვიდრების, ჩვენ ჩვენი წინაპრების მსგავსად უნდა ვიყოთ ერთგული და დამცველი ჩვენი დიდი საუნჯის, მართლმადიდებლობის”- აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვის გარეშე საქართველოს გადარჩენა შეუძებელია და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება გეი-აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ზნეობა და ღირსება და ოჯახის სიწმინდე, სხვაგვარად ჩვენი გადარჩენა შეუძლებელია, რასაც სამწუხაროდ პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რისი შედეგიც არის ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა. საქართველო ქრისტესთვის და სამშობლოსათვის წამებულთა ქვეყანაა. თითოეული გოჯი ქართული მიწისა მორწყულია მოწამეობრივი სისხლით, ამიტომ ამ წმინდა მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყველამ უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება გეი-აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვინც არ უნდა ლობირებდეს მათ. რაც არ უნდა ბნელები და მარგინალები გვეძახოთ ქართველი ერი ყოველთვის იდგება ქვეყნის, სარწმუნოების, ზნეობისა და ღირსების სადარაჯოზე“, - განაცხადა ერქვანიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge