png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო დადებითად აფასებს, კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.04.2019
  • 12:57
საქართველო დადებითად აფასებს, კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, გამართეს.

შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი  საქართველოში პირველია დიპლომატიურ ურთიერთობათა გაფორმების დღიდან, რაც თავისთავად  მიუთითებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა პროგრესირებს.

კვიპროსის რესპუბლიკის  პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი დახვედრისთვის.

,,მადლობა, მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცა შანსი და პირველად, 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ვეწვიე საქართველოს. მოგვეცა შანსი, რომ განვიხილოთ, რა სახის ურთიერთობა გვექნება და როგორ  განვავითარებთ სექტორულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნიკოს ანასტასიადისიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში, კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით,  ორი ქვეყანის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება.

,,ეს ურთიერთობები უკვე განვითარებულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ჩამობრძანებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“,  -  აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველო დადებითად აფასებს, კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მის აქტივობებს, რომელიც წინ უძღოდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებას.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის რეგულირებისთვის ერთ-ერთი  უმთავრესი ბერკეტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან აწარმოებს მონიტორინგს.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის კონტრიბუციის მნიშვნელობა, დღეისათვის მისიაში 3 კვიპროსელი დამკვირვებელი მუშაობს.

შეხვედრისას განიხილეს ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გააქტიურების საკითხი და სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების  მაღალ პოლიტიკურ დონეზე განხილვისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, კვიპროსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ანასტასიადისი  სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და პირადად მათგან მიიღებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო და კვიპროსი პატარა, მაგრამ უდიდესი ისტორიის და კულტურის ქვეყნები არიან.

ორივეს ტერიტორიული პრობლემები აქვს და ორივე სახელმწიფოს  უპირველესი მიზანი ქვეყნის ტერიტორიის გაერთიანებაა. ტერიტორიული საკითხების გადასაწყვეტად, კი, საქართველოს ერთადერთ გზად, მხოლოდ მშვიდობიანი გზა ესახება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას: ტურიზმის, კულტურის, განათლების, არქეოლოგიისა და კვლევითი საქმიანობის სფეროში.

აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი, რომელიც 18 აპრილს თბილისში ჩატარდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge