png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძე კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 17.04.2019
  • 14:22
მამუკა ბახტაძე კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და კვიპროსს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ხალხთაშორისი კავშირები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრის მთავარი თემა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია. აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავთან დაკავშირებით მაისში დაგეგმილ ღონისძიებებზე კვიპროსის მხარდამჭერი პოზიციების დაფიქსირების მნიშვნელობა.

მთავრობის მეთაურმა ისტორიულად შეაფასა კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით, რათა ეკონომიკური ურთიერთობის დონე შესაბამისობაში იყოს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობასთან. ყურადღება დაეთმო ცირკულარული მიგრაციის საკითებს. კვიპროსის პრეზიდენტმა ამ კუთხით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნა გამოთქვა.

აღინიშნა კვიპროსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.

მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგებს მოიტანს.

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge