png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გოგონა, რომელმაც სექსუალური შევიწროებისთვის სკოლის დირექტორს უჩივლა, ცოცხლად დაწვეს

  • მსოფლიო
  • 18.04.2019
  • 14:36
 გოგონა, რომელმაც სექსუალური შევიწროებისთვის სკოლის დირექტორს უჩივლა, ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში ნუსრათ ჯაჰან რაფის ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა სკოლაში მოხდა. ამ შემთხვევამდე ორი კვირით ადრე მან სკოლის დირქტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა. იუწყება BBC-ი.

19 წლის ნუსრათი მედრესეში სწავლობდა. 27 მარტს მან განაცხადა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და რამდენჯერმე სხეულზე არასათანადოდ შეეხო. გოგონამ კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა.

ბანგლადეშში გოგონები და ახალგაზრდა ქალები უმეტესად მალავენ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტებს, რათა საზოგადოების ან ოჯახის მხრიდან შერცხვენა თავიდან აირიდონ.

ნუსრათ ჯაჰანმა კი პირიქით, არამხოლოდ აღიარა ეს ფაქტი, არამედ პოლიციასაც მიმართა, იმავე დღეს, როდესაც მის მიმართ სექსაულური შევიწროება მოხდა.

იმავე დღეს დააკავეს სკოლის დირექტორი. თუმცა გოგონასთვის ვითარება უფრო დამძიმდა. ქუჩებში შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით. საპროტესტო აქციების ორგანიზება ორმა სტუდენტმა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, აქციებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი პოლიტიკოსებიც. ხალხი ნუსრათ ჯაჰანს ადანაშაულებდა. მისი ოჯახი ამბობს, რომ გოგონას უსაფრთხოების გამო ძალიან ღელავდნენ.

ამასთან, 6 აპრილს, გოგონა სკოლაში წავიდა, გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად.

 „ვცდილობდი ჩემი დის გაცილებას და სკოლის შენობაში მასთან ერთად შესვლას, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს“, - ამბობს ნუსრათის ძმა მაჰმუდ ჰასანი.

 „რომ არ შევეჩერებინეთ, მსგავსი რამ ჩემს დას არ დაემართებოდა“, - თქვა მან.

ერთ-ერთმა მოსწავლე გოგონამ ნუსრათი სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანა. როდესაც ნუსრათი სახურავზე ავიდა, ოთხი, ხუთი ადამიანი მიაუხლოვდა და დირექტორის წინააღმდეგ საჩივრის გატანა მოსთხოვა. როდესაც ნუსრათმა უარი თქვა, მათ გოგონა დაწვეს.

ნუსრათი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 80 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ნუსრათის სიკვდილმა პროტესტები გამოიწვია, სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი აღშფოთებას გამოთქვამდა ნუსრათის მკვლელობისა და ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის გამო.

პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, შვიდი მათგანი მკვლელობაშია ბრალდებული. დაკავებულთა შორის ორი სტუდენტია, რომლებმაც დირექტორის მხარდასაჭერი აქციები გამართეს. სკოლის დირექტორი ისევ პატიმრობაში რჩება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge