png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მიუღებელია, როდესაც ხელისუფლებას ადანაშაულებენ მაშინ, როცა პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა - ირაკლი სესიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.04.2019
  • 13:24
მიუღებელია, როდესაც ხელისუფლებას ადანაშაულებენ მაშინ, როცა პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა - ირაკლი სესიაშვილი

სადაც პოლიციელს ქვას ესვრიან იქ რეაგირება არის სავალდებულო და ეს პროცესი გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება პასუხი სამართლებრივ ჩარჩოებში, - აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„არც ერთ პოლიციელს არ აქვს სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს მოსახლეობის მიმართ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის შეფასებები, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ხელისუფლებას ადანაშაულებს მაშინ, როცა პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, ამიტომ ეს არის კომპლექსური საკითხი, სადაც პოლიციელს ქვას ესვრიან იქ რეაგირება არის სავალდებულო და ეს პროცესი გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება პასუხი სამართლებრივ ჩარჩოებში"- აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა. ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

სამართალდამცავებმა მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა.

შეტაკებების დროს დაშავდა 55 ადამიანი. მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ხეობაში სინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. გახარია ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდება, როცა მოსახლეობიოს 90 პროცენტი თანახმა იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციის თანამშრომლები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გახარიამ განაცხადა, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი.

დღის ბოლოს შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge