png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 01.05.2019
  • 13:36
ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად - პრემიერი

ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და არსებითი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანაიქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკურიზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიანთანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოსწარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოსმთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადიგანვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაოადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთაუსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსადა ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარერეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებასმივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლადშესრულებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე მიესალმა გაეროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ორგანიზაციასაქართველოში გაზრდის სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას, რაც დადებითად აისახება საჯაროსექტორის განვითარებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე და გენდერულ თანასწორობაზე, წვდომაზეხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, ასევე უსაფრთხოების განმტკიცებაზე, გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მენეჯმენტზე და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე.

პრემიერის თქმით, მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კვლავ არსებობს მტკივნეული გამოწვევები, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. მთავრობისმეთაურმა აღნიშნა, რომ ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით აღნიშნულ რეგიონებშიმოსახლეობის რაოდენობა 5-6-ჯერ შემცირდა. მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობისსამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ხაზი გაუსვა პარტნიორებისმხარდაჭერის მნიშვნელობას მისი წარმატებით იმპლემენტაციის პროცესში.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოს უკეთესიმომავლის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ორგანიზაციის საქმიანობას მომავალშიც შეუწყობს ხელს.

„გვწამს, რომ 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად გაღებული ძალისხმევის შედეგად, ჩვენ ყველასთვის უზრუნველვყოფთ უკეთეს მსოფლიოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე საქართველოშიგაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა 2018 წელს განხორციელებული პროექტები და2019 წლის პრიორიტეტები წარადგინა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლოხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა დასაერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge